Accessibility links

logo-print

ამერიკა თურქეთის გავლით მხოლოდ არასაბრძოლო იარაღის გატანას ცდილობს


შეერთებული შტატების მაღალი რანგის სამხედრო პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს, რომ საბრძოლო დანიშნულების აღჭურვილობა ერაყიდან თურქეთის გზით გაიტანოს. შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის უფროსმა, ადმირალმა მაიკლ მალენმა შაბათს ანკარაში განაცხადა, რომ ამერიკელ სამხედროებს თურქეთისგან სურთ ნებართვა მხოლოდ არასაბრძოლო ტექნიკის გასატარებლად. თურქეთმა ადრე განაცხადა, რომ იგი მხოლოდ ასეთი აღჭურვილობის და ტექნიკური საშუალებების გატანას დათანხმებდა და არა საბრძოლო ტექნიკისას, რასაც პარლამენტის რატიფიკაცია სჭირდება. 2003 წელს თურქეთმა არ მისცა უფლება შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, გამოეყენებინათ ქვეყნის ტერიტორია ერაყში შეჭრისათვის.
XS
SM
MD
LG