Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბთა ლიდერი შეიპყრეს


ექვის მეამბოხე მოკლეს ავღანეთის ჩრდილოეთით ტაჰარის პროვინციაში საერთაშორისო ძალებისა და ავღანეთის სამთავრობო ჯარების მიერ განხორციელებული ოპერაცისას, რომელიც თალიბთა ერთ-ერთი ლიდერის მოხელთების მიზნით იყო დაგეგმილი. მემაბოხეთა ლიდერი და ერთ-ერთი მისი თანაშემწე შეპყრობილია, - იუწყება ნატოს სარდლობა. შეტაკებაში კოალიციის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ კვირაში სამხრეთ ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში, თალიბების კიდევ ერთი საველე მეთაური შეიპყრეს.
XS
SM
MD
LG