Accessibility links

logo-print

ევროკავშირის წარმომადგენლობა უარყოფს ხიდაშელის ინფორმაციას


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის გამართულიყოს საუბარი იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხზე. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი განმარტავს, რომ მას რესპუბლიკური პარტიისგან წერილი არ მიუღია და თინა ხიდაშელის მიერ პრესით გავრცელებული ინფორმაცია "მის მიერ ქულების დაგროვებას ემსახურება". ეკლუნდის ეს განმარტება „ინტერპრესნიუსის“ სააგენტოს მოჰყავს. ქართულ პრესაში გავრცელდა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ დევნილთა მასობრივი გამოსახლების გამო პერ ეკლუნდს მიმართა და მას გარკვეული მასალებიც წარუდგინა. ხიდაშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს მკაცრი გაფრთხილება მისცა, რომ თუ საქართველო დევნილების მიმართ არსებულ პოლიტიკას გააგრძელებს, შესაძლოა, ვეღარ მიიღოს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების მორიგი, 23-მილიონევროიანი ტრანში. ეკლუნდის განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
XS
SM
MD
LG