Accessibility links

ირანელ უფლებადამცველ ქალს სიკვდილით დასჯა ემუქრება


ირანში დასრულდა სასამართლო პროცესი უფლებადამცველისა და ჟურნალისტის შივ ნაზარ-ახარის საქმეზე, რომელსაც სიკვდილით დასჯა ელოდება. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო ანტისამთავრობო პროპაგანდაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ისლამის წინაშე დანაშაულის ჩადენაში. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მას აქვს საფუძველი, რომ უფრო მსუბუქი სასჯელის იმედი ჰქონდეს. 26 წლის უფლებადამცველი დააკავეს 2009 წელს, ირანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მოწინააღმდეგეები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდნენ.
XS
SM
MD
LG