Accessibility links

logo-print

დაღესტანში მოწყობილი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, სამი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა


რუსეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა, სამი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და 30-მდე კაცი დაიჭრა დაღესტანში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან ვიაჩესლავ გასანოვის განცხადებით, თავდამსხმელი დანაღმული ავტომანქანით მიუახლოვდა ჯარისკაცების ბანაკს ქალაქ ბუინაკსკში, რომელიც დედაქალაქ მახაჩყალის დასავლეთით, 50-მდე კილომეტრში მდებარეობს. ჯარისკაცებმა სროლა დაუწყეს ავტომანქანას, რომელიც სამხედრო სატვირთო მანქანას დაეჯახა და აფეთქდა. მოგვიანებით, როცა მილიციელები შეიკრიბნენ თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებით, გზის პირას ჩადებული ბომბი აფეთქდა. ამ აფეთქების დროს არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG