Accessibility links

logo-print

ავღანეთში გაათავისუფლეს მძევლად აყვანილი იაპონელი ჟურნალისტი


იაპონიის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ავღანეთში გაათავისუფლეს მძევლად აყვანილი იაპონელი ჟურნალისტი, კოსუკე ცუნეოკა, რომელმაც ხუთი თვე დაჰყო ტყვეობაში. საინფორმაციო სააგენტო „ჯიჯი პრესი“ დიპლომატებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით იუწყება, რომ ცუნეოკა, რომლის კვალიც აპრილში დაკარგეს ჩრდილოეთ ავღანეთში, ამჟამად ქაბულში იაპონიის საელჩოში იმყოფება. მაგრამ იაპონიის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარი თქვა ამ ცნობაზე კომენტარის გაკეთებაზე.
XS
SM
MD
LG