Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაიღუპა ქართველი ოფიცერი


ავღანეთში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაიღუპა ქართველი ოფიცერი, 28 წლის ლეიტენანტი მუხრან შუკვანი. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ. მისი განცხადებით, ინციდენტის დროს მძიმედ დაიჭრა ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი საქართველოს კონტინგენტის კიდევ ერთი წევრი, კაპრალი ალექსანდრე გითოლენდია. ხარშილაძის განცხადებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს გარდაცვლილი ოფიცრის გადმოსვენება. ასევე ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილი კაპრალის ჯანმრთელობის მაქსიმალური რეაბილიტაციისთვის“. თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ოფიცრის დაღუპვის გამო. ავღანეთში 1000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული. მათი უმრავლესობა ჰელმანდის პროვინციაში მსახურობს ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად.
XS
SM
MD
LG