Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 12 ადამიანი დაიღუპა არმიის ობიექტზე თავდასხმის შედეგად


ერაყის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 12 ადამიანი, მათ შორის ხუთი ჯარისკაცი, დაიღუპა ბაღდადში არმიის ობიექტზე თავდასხმის შედეგად. თავდასხმა თვითმკვლელმა ამფეთქებლებმა და შეიარაღებულმა პირებმა მოაწყეს. ერაყის სამხედრო პრეს-მდივანმა, გენერალ-მაიორმა ყასიმ ალ-მუსავიმ გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იერიშის შედეგად დაიჭრა, სულ ცოტა, 36 ადამიანი. პოლიციის ცნობით, იერიში დაიწყო რუსაფის სამხედრო სარდლობის შენობასთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქებით, რის შემდეგაც იერიშში შეიარაღებული პირები ჩაერთნენ. შეტაკებამ ბაღდადის ცენტრში 15 წუთი გასტანა. ერთი კვირაც არ არის გასული მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა დასრულებულად გამოაცხადა ერაყში შეერთებული შტატების საბრძოლო ოპერაციები.
XS
SM
MD
LG