Accessibility links

აჰმადინეჟადის განცხადებით, ირანზე თავდასხმას ისრაელის განადგურება მოჰყვებოდა


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დღეს კატარს ესტუმრა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ირანის წინააღმდეგ იერიშს სიონისტური ერთეულის განადგურება მოჰყვებოდა“. ისრაელი, რომლითაც „სიონისტური ერთეული“ იგულისხმებოდა, რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. ამასთან, ისრაელი არ გამორიცხავს ირანზე იერიშს, მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საფრთხის გამო. აჰმადინეჟადი დაიმუქრა, რომ ისლამურ რესპუბლიკას საპასუხო დარტყმის განხორციელების უნარი აქვს. ოფიციალური ინფორმაციით, აჰმადინეჟადი კატარში ჩავიდა ამირა შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-ტანისთან მოლაპარაკებაზე რეგიონული საკითხების, უწინარეს ყოვლისა, პალესტინელების მდგომარეობის განსახილველად.
XS
SM
MD
LG