Accessibility links

logo-print

მოლდავეთში გაიმართა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ


მოლდავეთში გაიმართა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც, მხარდაჭერის შემთხვევაში, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების შემოღებას ითვალისწინებს. რეფერენდუმით გამიზნულია, ისევ მოხერხდეს პრეზიდენტის არჩევა მას შემდეგ, რაც ამ ერთი წლის წინ გადადგა კომუნისტი პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი. მოლდავეთის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მარიან ლუპუმ დღეს კიშინიოვში არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ „რეფერენდუმი ბოლოს მოუღებს პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისს“, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა ქრონიკულ კრიზისად იქცეს და ხელი შეუშალოს „ძირეული ეკონომიკური და სოციალური რეფორმების, ევროპული რეფორმების“ განხორციელებას. მოლდავეთის პარლამენტში, რომელსაც ამჟამინდელი კონსტიტუციით ევალება პრეზიდენტის არჩევა, რამდენჯერმე ამაოდ სცადეს ამის გაკეთება: ვერ მოგროვდა 61 ხმა, რაც აუცილებელია ქვეყნის პირველი პირის ასარჩევად. კორესპონდენტების ვარაუდით, დღევანდელ რეფერენდუმში უმრავლესობა მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებას, თუმცა საეჭვოა, ამის შედეგად ბოლო მოეღოს პოლიტიკურ დაპირისპირებას ოთხპარტიან მმართველ კოალიციასა და ოპოზიციონერ კომუნისტებს შორის.
XS
SM
MD
LG