Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ერაყში საბრძოლო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა


მას შემდეგ, რაც აშშ-მა ოფიციალურად გამოაცხადა დასრულებულად საბრძოლო მისია ერაყში, ამერიკის შეიარაღებული ძალები ბაღდადში პირველ საბრძოლო ოპერაციაში ღებულობენ მონაწილეობას. შეერთებული შტატებისა და ერაყის საბრძოლო შენაერთები შეიარაღებულ დაჯგუფებას ბაღდადის ცენტრში დაუპირისპირდნენ. შეტაკების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. აშშ ის საბრძოლო მისია ერაყში ოფიციალურად დასრულებულია, თუმცა იქ კვლავ რჩება 50 000 სამხედრო პირი, რათა უზრუნველყონ ერაყელი სამხედროების გაწვრთნა.

XS
SM
MD
LG