Accessibility links

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებამ 8 პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა


ჩრდილოეთ დასავლეთ პაკისტანში 8 პოლიციელი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად. პაკისტანის პოლიციის განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობასთან მიიყვანა. მათივე განცხადებით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ტერორისტული აქტის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. გასულ კვირას ქალაქ ლაჰორში, რელიგიური მსვლელობისასა მომხდარმა აფეთქებამ 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG