Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონდოლიზა რაისს დღეს თბილისში აღარ ელოდებიან


აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს დღეს თბილისში აღარ ელოდებიან. იგი ბათუმის აეროპორტიდან დუბლინში გაფრინდა, წერს "ინტერპრესნიუსი", რომელიც ინფორმაციას კომპანია "კავკაზუს თრეველზე" დაყრდნობით ავრცელებს. კომპანია ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპიზიუმს მასპინძლობს. ამასთან, კომპანიისთვის უცნობია, რა მიზეზით აღარ ჩამოდის ყოფილი სახელმწიფო მდივანი თბილისში ან სად გაემგზავრება დუბლინიდან. აქამდე არსებობდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ რაისი ბათუმიდან თბილისში ჩამოფრინდებოდა. "სიმპოზიუმის მონაწილეთა გემი ბათუმის პორტში დილის 05.00 საათზე შემოვიდა. ამის შემდეგ კონდოლიზა რაისის თვითმფრინავი დუბლინში გაფრინდა და მას თბილისში არ ველოდებით", - აღნიშნეს "კავკაზუს თრეველში". კომპანიის ინფორმაციით, სიმპოზიუმის მონაწილეთა შორის არ არის და საქართველოში არ ჩამოსულა საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმს კომპანია "World Leaders Travel" აწყობს. სიმპოზიუმის ფარგლებში ისინი მსოფლიოში არსებულ პრობლემბეზე მსჯელობენ. ისინი რუსეთში, თურქეთში, საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში მოგზაურობენ. პროგრამა სხვადასხვა თემაზე ლექციებსა და განხილვებს ითვალისწინებს. მოგზაურობა მოსკოვში 30 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბერს სტამბულში დასრულდება.

XS
SM
MD
LG