Accessibility links

logo-print

თბილისს ამერიკელი კონგრესმენები ეწვივნენ


თბილისს დღეს ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია .როგორც "ინტერპრესნიუსი" საქართველოში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება, სტუმრების ვიზიტი კრწანისის სასწავლო ცენტრში, ამერიკელ ინსტრუქტურებთან შეხვედრით დაიწყება. სასწავლო ცენტრის მონახულების შემდეგ კონგრესმენები, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ამერიკელი სტუმრები საგარეო უწყებაში გადაინაცვლებენ, სადაც დაგეგმილია მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრა. მომდევნო შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება. კონგრესმენები პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძეს შეხვდებიან. დღის ბოლოს კი დაგეგმილია დელეგაციის წევრთა შეხვედრები თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ყველა შეხვედრას დაესწრება აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელიც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

XS
SM
MD
LG