Accessibility links

logo-print

პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ ოფიციალურად გაიხსნება


საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს, 7 სექტემბერს, ბიუროს სხდომით გაიხსნება. პირველი კვირა საკომიტეტო მუშაობას დაეთმობა. სესიის გახსნისას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ახალი კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობას შეუდგება, რომლის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მუშაობას მომდევნო კვირაშივე დაასრულებს. სესიის დაწყებისას პარლამენტში ასევე უნდა შევიდეს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. პარლამენტის საშემოდგომო სესია დეკემბრის ბოლო პარასკევს დაიხურება.

XS
SM
MD
LG