Accessibility links

logo-print

ცოტნე გამსახურდიას საქმეში არსებულ ახალ დეტალებს ადვოკატები დღეს გამოაქვეყნებენ


ცოტნე გამსახურდიას საქმეში აღმოჩენილ ახალ დეტალებს ადვოკატები დღეს გამოაქვეყნებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსი” გამსახურდიას ერთ-ერთი ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, მათ მიერ ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზით გამოიკვეთა, რომ ცოტნე გამსახურდიას დაკავების დროს პატრულის თანამშრომლის მიერ შედგენილი დოკუმენტი გაყალბებულია. კერძოდ, დოკუმენტში მითითებული თარიღი გაყალბებულია. აღნიშნული დოკუმენტის დეტალებზე ადვოკატები დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. ნიკოლაიშვილის თქმით, დოკუმენტს წარუდგენენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელიც გამსახურდიას საქმის განხილვას 7 სექტემბერს განაახლებს.

XS
SM
MD
LG