Accessibility links

logo-print

ავღანეთი მზადაა ქაბულის ბანკის დასახმარებლად


ავღანეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს განაცხადა, რომ მზადაა სესხი გამოუყოს ქაბულის ბანკს. ბოლო რამდენიმე დღეა ბანკის ასობით კლიენტი დგას რიგში დანაზოგის გამოსატანად. ისინი შიშობენ, რომ ქაბულის ბანკი, რომელიც ქვეყნის ყველაზე მსხვილი კერძო მსესხებელი ორგანიზაცია, გაკოტრების პირასაა. ამის მიზეზი კი ათობით მილიონი დოლარია, რომელიც ბანკმა სარისკო ინვესტივიებისათვის გასცა, ძირითადად პოლიტიკური ელიტისათვის. ავღანეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა უარყო ხმები, რომ მთავრობას უკვე დამტკიცებული აქვს 200 მილიონის სესხი ქაბულის ბანკისათვის, მაგრამ დაადასტურა, რომ ცენტრალური ბანკი „მზადაა“ სესხი გასცეს.
XS
SM
MD
LG