Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმის მონაწილეეები თბილისსა და ქუთაისში ჩავიდნენ


საქართველოში იმყოფებიან ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმის მონაწილენი. დელეგაციის წევრთა ნაწილმა დღეს თბილისში დაათვალიერა ოკუპაციის მუზეუმი, ნაწილი კი ქუთაისში გაემგზავრა. სიმპოზიუმის მონაწილის სტატუსით, საქართველოში მხოლოდ მცირე ხნით იმყოფებოდა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც ბათუმის საზღვაო პორტიდან აეროპორტში გაემგზავრა. სიმპოზიუმის მასპინძელი კომპანია Caucasus Travel-იდან ჟურნალისტებს აცნობეს, რომ რაისი ბათუმის აეროპორტიდან დუბლინში გაემგზავრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტრო კონდოლიზა რაისის გამგზავრების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან ყოფილი სახელმწიფო მდივნის სტუმრობა არაოფიციალური იყო. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, სიმპოზიუმის მონაწილის სტატუსით საქართველოში არ ჩამოსულა ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი.
XS
SM
MD
LG