Accessibility links

რუსეთი საქართველოს კავკასიელი მეამბოხეების მომზადებაში ადანაშაულებს


რუსეთი საქართველოს კვლავ ადანაშაულებს კავკასიელი მეამბოხეების მომზადებაში. ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნიკოლაი სიმაკოვმა გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მეამბოხეთა მოსამზადებლად სპეციალური ბანაკები შეიქმნა. მილიციის გენერალ-მაიორი ირწმუნება, რომ ამ ბანაკებში კავკასიის რესპუბლიკებიდან აგროვებენ მეამბოხეებს, რომლებიც როგორც წესი, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან და მართლმსაჯულებას ევროპის ქვეყნებში ემალებიან. სიმაკოვის განცხადებით, საქართველოში მომზადების შემდეგ, მეამბოხეებს რუსეთში აგზავნიან მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით. რუსი გენერლის მტკიცებით, ახლახან აზერბაიჯანისა და რუსეთის საზღვარის გადაკვეთისას მეამბოხეებთან მოხდა შეტაკება, რასაც ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე ემსხვერპლა. სიმაკოვის განცხადებით, ორმა დაკავებულმა დამნაშავემ აღიარა, რომ ცხოვრების უფლებით სარგებლობდნენ ავსტრიასა და საფრანგეთში, სადაც ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ დაიქირავა და მოსამზადებლად გაგზავნა საქართველოში, რათა შემდგომში მოქმედება რუსეთის ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ.
XS
SM
MD
LG