Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცერი მუხრან შუკვანი თბილისში ჩამოასვენეს


ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცერი მუხრან შუკვანი თბილისში ჩამოასვენეს. სამხედრო აეროდრომზე თვითმფრინავის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შეერთებული შტატების ელჩი და ამერიკელი კონგრესმენები, რომლებიც ამჟამად თბილისში იმყოფებიან. 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, რომელიც ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა, თბილისიდან მესტიაში, მშობლიურ სოფელ ლენჯერში გადაასვენეს. ავღანეთში მომხდარი აფეთქების გამო ორივე ქვედა კიდური დაკარგა 31-ე ბატალიონის კაპრალმა ალექსანდრე გითოლენდიამ. სასწრაფო ოპერაციის შემდეგ, კაპრალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საქართველოში მისი ჩამოყვანა ჯერჯერობით შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG