Accessibility links

logo-print

ავსტრალიაში პოლიტიკური ჩიხი ორი დეპუტატის გადაწყვეტილებამ დაასრულა


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს. ეს იმან განაპირობა, რომ გილარდის კოალიციას მხარდაჭერა გამოუცხადა ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. ტონი უინძორმა და რობ ოუკსშოტმა მხარდაჭერის გამოცხადებით დაასრულეს ორკვირიანი პოლიტიკური ჩიხი, რაც საპარლამენტო არჩევნების არაერთგვაროვანი შედეგით იყო გაპირობებული. გილარდის მემარცხენე-ცენტრისტული შრომის პარტია 150 წევრიან პარლამენტში ახლა უკვე 76 მანდატს აკონტროლებს. ოპოზიციის ლიდერ ტონი აბოტის კონსერვატიული კოალიცია კი - 74-ს. 21 აგვისტოს არჩევნებში ავსტრალიის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველმა არც ერთ პარტიას არ მიანიჭა უმრავლესობა პარლამენტში, რაც ათწლეულების მანძილზე პირველად მოხდა.
XS
SM
MD
LG