Accessibility links

logo-print

დევნილები და გარემოვაჭრეები პრობლემების მოგვარებას თბილისის საკრებულოსგან ითხოვენ


დევნილები და გარემოვაჭრეები მათი პრობლემების განხილვას და მოგვარებას თბილისის საკრებულოსგან ითხოვენ. დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა - კონსერვატიულმა და ხალხის პარტიებმა - დღეს განაცხადეს, რომ დაიწყო 3 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რათა საკრებულომ გარევაჭრობის რეგულირებისა და დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხები უახლოესი სხდომის დღის წესრიგში ჩართოს. ამავე პარტიათა ცნობით, შეგროვდება 10 ათასი ხელმოწერაც თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG