Accessibility links

დღეს დილიდან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს ამბასადორიალი


თბილისში დღეს დილიდან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს ამბასადორიალი, ანუ უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან აკრედიტებული ელჩების შეხვედრა. საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სამდღიანი შეკრებისას დიპლომატებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუსახავენ ამოცანებს, რომელიც ახალი პოლიტიკური წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს. ვაშაძის თქმით, ეს ამოცანებია საქართველოს გარშემო უსაფრთხო და სტაბილური სივრცის შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაქსიმალურად მოზიდვა და ლიბერალური, დემოკრატიული და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის გაგრძელება.
XS
SM
MD
LG