Accessibility links

logo-print

ვაშაძე: საქართველო მზად არის ესაუბროს რუსეთს ნებისმიერ დროს


საქართველო მზად არის ესაუბროს რუსეთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ საკითხზე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე - ამის შესახებ დღეს განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. თბილისში, ესტონელ კოლეგასთან ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ”ეს არის განსხვავება დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყნებს შორის.” ესტონელი ჟურნალისტის შეკითხვას, რა დრო დასჭირდება საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად, ვაშაძემ უპასუხა, რომ ”უფრო ადრე, ვიდრე - გვიან”. ამავე ბრიფინგზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისისა და ტალინის ურთიერთობის განვითარების, საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ყოფნის და ევროკავშირთან საქართველოს შეთანხმებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ურმას პაეტის ოფიციალური ვიზიტი ორ დღეს გასტანს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ხვალ გაემგზავრება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში და წეროვანსა და ოძისში შეხვდება აგვისტოს ომის შედეგად დევნილებს.
XS
SM
MD
LG