Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში რთველი დაიწყო


საფერავის ჯიშის ყურძენს ღვინის ქარხნები 40 თეთრად, ხოლო რქაწითელს 30 თეთრად იბარებენ. ამას ემატება სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა - საფერავზე 25 თეთრი, ხოლო რქაწითელზე 15 თეთრი. კახეთის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი სიბაშვილის განცხადებით, რთველის სუბსიდირებისთვის წელს 6 მილიონ 100 ათასი ლარი გამოიყო.

საერთო ჯამში, გლეხებს საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარება 65 თეთრად, ხოლო რქაწითლის ჩაბარება 45 თეთრად მოუწევთ. მევენახეები ამბობენ, რომ ეს თანხა მიღებული მოსავლის თვითღირებულებასაც ვერ აანაზღაურებს.

მოსახლეობა ყურძნის ცუდ მოსავალზეც ჩივის. გლეხები შიშობენ, რომ დაზიანებული ყურძნის რეალიზებას ვერ შეძლებენ.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ მოსახლეობას შიშის საფუძველი არა აქვს. ყურძენს კი პირველ ეტაპზე, როგორც ვიცე-გუბერნატორი გიორგი სიბაშვილი აცხადებს, 20-ზე მეტი ღვინის ქარხანა ჩაიბარებს.

კახეთში რთველი ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა, თუმცა არსებობს წინასწარი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც მოსავალი, სავარაუდოდ, 85 584 ტონას მიაღწევს.
XS
SM
MD
LG