Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი შეშფოთებას გამოთქვამს ყურანის დაწვის გეგმის გამო


თეთრმა სახლმა დღეს შეშფოთება გამოთქვა შეერთებულ შტატებში დაფუძნებული მცირე ეკლესიის გეგმის გამო, დაწვას ყურანის ეგზემპლარები. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა რობერტ გიბსმა გაიმეორა შეფასება, რომელიც დღესვე, უფრო ადრე გამოთქვა ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების სარდალმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა, რომ ისლამის მიმდევართათვის წმინდა წიგნის დაწვა მძიმე პრობლემებს შეუქმნიდა შეერთებულ შტატებს - არა მარტო ავღანეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ყველგან, სადაც ამერიკელებს მუსულმანებთან ურთიერთობა უწევთ. ეკლესიის გეგმა, დაწვას ყურანი, დღეს დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც. ფლორიდაში განთავსებული მომცრო ეკლესიის განცხადებით, მისი წევრები აპირებენ, შაბათს, 11 სექტემბერს დაწვან ყურანი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG