Accessibility links

logo-print

პაკისტანის პოლიციის წინააღმდეგ მიმართულმა აფეთქებამ, სულ ცოტა, 12 ადამიანი შეიწირა


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის წინაღამდეგ მიმართული ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. აფეთქება მოხდა ხიბერ-პახტუნხვის რეგიონში მდებარე კოჰატის რაიონში, სახლებთან, რომლებშიც პოლიციელები და მათი ოჯახები არიან დაბინავებული. რაიონის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, „მსხვერპლის უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან“. მაშველები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
XS
SM
MD
LG