Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უარყვეს რუსეთის წინადადება, არ გამართულიყო კენჭისყრა საქართველოს მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტზე


გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გაიმართა კენჭისყრა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტს დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების შესახებ. თბილისის დროით, დაახლ. 23:40 წუთზე ასამბლეის წინაშე წარდგა გაეროში საქართველოს ელჩი, ალექსანდრე ლომაია. მან ასამბლეას გააცნო ვითარება, რომელში ყოფნაც უწევთ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ პირებს. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა რუსეთის წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოს პოზიცია გააკრიტიკა და წამოაყენა წინადადება, არ გამართულიყო კენჭისყრა საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტზე. რუსეთის პოზიციას მიემხრნენ ნიკარაგუისა და ბელორუსიის წარმომადგენლები. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კი საქართველოს დაუჭირეს მხარი და გენერალური ასამბლეის მონაწილეებს მოუწოდეს, არ მიეცათ ხმა რუსეთის ინიციატივისთვის. ამის შემდეგ დაიწყო კენჭისყრა, რომლის საბოლოო შედეგების მიხედვით, რუსეთის ინიციატივას მიემხრო 32 ქვეყანა (მათ შორის ჩინეთი, ირანი, სომხეთი, სერბია, მონღოლეთი), წინააღმდეგი იყო 67 (უმეტესწილად, დასავლეთის ქვეყნები), თავი შეიკავა 54-მა. ამ შედეგების საფუძველზე დაიწყო კენჭისყრა საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუცის პროექტზე.
XS
SM
MD
LG