Accessibility links

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 50 ქვეყანა მიემხრო საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტს


გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე კენჭი უყარეს საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტს დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ. რეზოლუციას, რომელიც დევნილთა უფლებებს ეხება და რომელიც გაეროში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ წარმოადგინა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, 50 ქვეყანა მიემხრო. წინააღმდეგი იყო 17, თავი შეიკავა 86-მა. მანამდე გენერალური ასამბლეის სესიაზე რუსეთმა გააკრიტიკა საქართველოს პოზიცია და გამოვიდა ინიციატივით, არ გამართულიყო კენჭისყრა საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის შესახებ. რუსეთის ინიციატივას მიემხრო 32 ქვეყანა, წინააღმდეგი იყო 67, თავი შეიკავა 54-მა, რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრა საქართველოს მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტზე. ორივე კენჭისყრის შემთხვევაში, საქართველოს პოზიციის მომხრეთა უმრავლესობას დასავლეთის ქვეყნები, ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოები და მათი მოკავშირეები შეადგენდნენ.
XS
SM
MD
LG