Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ხელისუფლება გმობს ყურანის ეკზემპლარების დაწვის მცდელობას


აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს, ერთ-ერთი ევანგელისტური ეკლესიის განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც 11 სექტემბრის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ისინი ყურანის ეკზემპლარების სახალხოდ დაწვას გეგმავენ. თეთრი სახლის წარმომადგნელი რობერტ გიბსი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ქმედება საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს. რამდენიმე ხნით ადრე საერთაშორისო ძალების ხელმძღვანელი ავღანეთში გენერალი დევიდ პეტრეუსი აცხადებდა, რომ ასეთი ქმედება აშშ-ისთვის პრობლემას შექმნის არამარტო ავღანეთში, არამედ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისათვისაც, რომლებიც მუსულმანებთან ერთად გვერდიგვერდ ცხოვრობენ. სავარაუდო აქცია დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და შეერთებული შტატების საელჩომ ქაბულში. თუმცა, ფლორიდაში არსებული ეკლესიის წინამძღოლი ტერი ჯონსი აცხადებს, რომ მან კარგად შეისწავლა გენერალი პეტრეუსის არგუმენტები და ის განზრახვაზე უარის თქმას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG