Accessibility links

logo-print

პაკისტანში მომხდარ აფეთქებას ბავშვები და ქალები ემსხვერპლნენ


როგორც პაკისტანის პოლიცია აცხადებს, პაკისტანის ჩრდილოეთ-დასავლეთში, პოლიციელთა და მათი ოჯახების საცხოვრებელი სახლების მახლობლად, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 50-მდე დაშავდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე სახლიც დაინგრა. როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, დაშავებულთა დიდი ნაწილი ქალი და ბავშვია. მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

XS
SM
MD
LG