Accessibility links

საკონსტიტუციო ცვლილებებს დიპლომატები გაეცნობიან


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დღეს დიპლომატებს გააცნობენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტში 14:00 საათზე გაიმართება და მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც დაესწრება. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ მუშაობა სამართლებრივად 21 აგვისტოს დაასრულა, თუმცა სხდომები კვლავ მიმდინარეობს. მორიგი სხდომა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან იგეგმება. საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ, გაიმართება საბჭოს შემაჯამებელი სხდომა, რის შემდეგაც პროექტი ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ გადაეგზავნება. პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას სექტემბერშივე დაიწყებს.

XS
SM
MD
LG