Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება


საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი ეწვია. სტუბი საქართველოს მთავრობის წევრებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ასევე, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან. ალექსანდრე სტუბი შეხვდება, ასევე, ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრება წეროვანშიც, სადაც დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებს დაათვალიერებს. დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთანაც.

XS
SM
MD
LG