Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში ბიზნეს-სამიტს აწყობს


ამერიკულ და ქართულ კომპანიებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისთვის აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში ბიზნეს-სამიტს აწყობს. საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, თბილისში სამიტი 8-9 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ხუან ვერდე იმყოფება. სამიტს დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია გახსნის. ბიზნეს-სამიტზე განიხილება აშშ-ის მთავრობის რესურსები, კომერციული თანამშრომლობის შესაძლებლობები საქართველოში, საერთაშორისო მხარდაჭერა ბიზნეს-განვითარებისთვის და თანამშრომლობის პერსპექტივები ფრანჩაიზისა და ტურიზმის დარგში.

XS
SM
MD
LG