Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის მინისტრი "რთველი 2010"-ის საკოორდინაციო შტაბს გახსნის


სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დღეს, გურჯაანში, "რთველი 2010"-ის საკოორდინაციო შტაბს გახსნის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შტაბს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ტარიელ გაბუნია უხელმძღვანელებს. მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე საფერავის ჯიშის ყურძენი დაიკრიფება, შემდეგ კი რქაწითელი და სხვადასხვა ჯიშები. თუმცა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სინამდვილეში, კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო, ალაზნისპირა სოფლებში, კერძოდ, სამთაწყაროში, ფიროსმანსა და საბათლოში კი უკვე დასრულდა. რთველის საკოორდინაციო შტაბი კი სასტუმრო "რები გურჯაანში" 27 აგვისტოდან ფუნქცონირებს.

XS
SM
MD
LG