Accessibility links

გაეროში 50 ქვეყანა მიემხრო საქართველოს რეზოლუციის პროექტს


გაეროს გენერალური ასამბლეა

გაეროს გენერალური ასამბლეა

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე კენჭი უყარეს საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტს დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ.

რეზოლუციას, რომელიც დევნილთა უფლებებს ეხება და რომელიც გაეროში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ წარმოადგინა, 50 ქვეყანა მიემხრო. წინააღმდეგი იყო 17, თავი შეიკავა 86-მა.

ალექსანდრე ლომაიას გამოსვლამდე გენერალური ასამბლეის სესიაზე რუსეთმა გააკრიტიკა საქართველოს პოზიცია და გამოვიდა ინიციატივით, არ გამართულიყო კენჭისყრა საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის შესახებ. რუსეთის ინიციატივას მიემხრო 32 ქვეყანა, წინააღმდეგი იყო - 67, თავი შეიკავა - 54-მა, რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრა საქართველოს მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტზე.

ორივე კენჭისყრის შემთხვევაში საქართველოს პოზიციის მომხრეთა უმრავლესობას დასავლეთის ქვეყნები, ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოები და მათი მოკავშირეები შეადგენდნენ.
XS
SM
MD
LG