Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომცრო ამერიკული ევანგელისტური ეკლესია კრიტიკის მიუხედავად აპირებს ყურანის დაწვას


შეერთებულ შტატებში დაფუძნებული მომცრო ევანგელისტური ეკლესია არ აპირებს, უარი თქვას ყურანის დაწვაზე, რაც 11 სექტემბრისთვის აქვს დაგეგმილი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით. გეგმა გადაჭრით დაგმეს შეერთებული შტატების მთავრობამ, ისევე როგორც სამხედრო და რელიგიურმა ლიდერებმა. ფლორიდაში დაფუძნებულ ევანგელისტურ ეკლესიას, რომელშიც ყურანის დაწვა გადაწყვიტეს, სულ 50-მდე წევრი ჰყავს. მისი პასტორის, ტერი ჯონსის განცხადებით, მისთვის გასაგებია შეერთებული შტატების მთავრობის შეშფოთება, რომ მუსულმანთა წმინდა წიგნის დაწვამ შესაძლოა, მწვავე საფრთხე შეუქმნას უცხო ქვეყნებში მყოფ ამერიკელებს. მაგრამ პასტორის თქმით, მისი ეკლესია მაინც აპირებს ყურანის დაწვას.
XS
SM
MD
LG