Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ანგარიშით, აღმოსავლეთ კონგოში 500-ზე მეტი ადამიანი გააუპატიურეს


გაეროს ოფიციალური ანგარიშით, შეიარაღებულმა პირებმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები გააუპატიურეს მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში. ეს მონაცემი, რომელიც გუშინ წარმოადგინეს გაეროში, გაცილებით მეტია, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი აღმოსავლეთ კონგოში ძალადობასთან დაკავშირებით. სქესობრივი ძალადობის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა, მარგოტ ვალსტრომმა სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ გაუპატიურებები იყო არა ცალკეული შემთხვევები, არამედ ფართო გეგმის შემადგენელი ნაწილი. სამშვიდობო მისიების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის, ატულ ხარეს შეფასებით, რომელიც მან გაეროს უშიშროების საბჭოში გამოთქვა, გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები, სულ ცოტა, ნაწილობრივ დამნაშავეები არიან, რადგან ხელი არ შეუშალეს მასობრივ გაუპატიურებებს. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ერთმანეთში დაპირისპირებული შეიარაღებული ჯგუფები იბრძვიან ოქროსა და მინერალური საბადოების გასაკონტროლებლად.
XS
SM
MD
LG