Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის პროცესი თავისთავად და პროცესი როგორც სამოქმედო დროის რესურსი


თინათინ ღოღელიანი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის კონფლიქტების პრევენციის პროგრამის ხელმძღვანელი და ბაკურ კვაშილავა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პოლიტიკური რისკების მკვლევარი
თინათინ ღოღელიანი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის კონფლიქტების პრევენციის პროგრამის ხელმძღვანელი და ბაკურ კვაშილავა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პოლიტიკური რისკების მკვლევარი
2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული, ჟენევის კონსულტაციები რჩება ერთადერთ ოფიციალურ ფორუმად, სადაც საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომელშიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. არაერთ კომენტარს მოისმენთ ჟენევის შეხვედრების უშედეგობასა და იმაზე, რომ ეს არის პროცესი პროცესისთვის. რა მოაქვს ჟენევის ფორმატს საქართველოსთვის?

ამ საკითხზე სასაუბროდ რადიო თავისუფლებამ თბილისის სტუდიაში მიიწვია ბაკურ კვაშილავა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პოლიტიკური რისკების მკვლევარი, და თინათინ ღოღელიანი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის კონფლიქტების პრევენციის პროგრამის ხელმძღვანელი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG