Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ სტუბი და მარკ პერენ დე ბრიშამბო დევნილებს ესტუმრნენ


ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე სტუბმა ისაუბრა ევროკავშირთან საქართველოს შემდგომ ურთიერთობასა და ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოგვარებაზე. ფინელი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე ევროკავშირის ურყევი პოზიცია ცნობილია, მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატით დისკუსიის პროცესიც, თუმცა, ამ ეტაპზე მთავარია, რომ საქართველო და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. დღესვე ალექსანდრ სტუბი იმყოფებოდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელ ოძისში და წეროვანის დასახლებაში, სადაც დევნილებს შეხვდა. ოძისსა და წეროვანში იმყოფებოდა ეუთოს გენერალური მდივანიც. მარკ პერენ დე ბრიშამბო, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა, თბილისში შეხვდა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG