Accessibility links

logo-print

ეუთოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში შეხვედრები გამართა


საქართველოს ეწვია ეუთოს (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) გენერალური მდივანი, მარკ პერენ დე ბრიშამბო, რომლის განცხადებითაც, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის ეუთოს ინტერესების სფეროში. ამ შინაარსის განცხადება მან თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ეუთოს გენერალური მდივნის თქმით, ეუთოს არ მიეცა საქართველოში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა, ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს ჟენევის პროცესში. ბრიშამბოს განცხადებით, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთოს უსაფრთხოების სამიტს, რომელიც დეკემბერში ასტანაში გაიმართება. ეუთოს გენერალური მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია დეტალური ინფორმაციის მიღება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური ძალებისაგან. ეუთოს გენერალურ შეხვედრასთან არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრაში მონაწილეებს შორის იყვნენ ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია. მარკ პერენ დე ბრიშამბო ეწვია აგრეთვე ოკუპირებული ახალგორის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ოძისსა და წეროვანის დასახლებას.
XS
SM
MD
LG