Accessibility links

logo-print

ავღანეთის პოლიციამ ქაბულში ხელკეტები იხმარა ბანკის კლიენტების მიმართ


ავღანეთის უშიშროების ძალებმა ხელკეტები იხმარეს ბანკის კლიენტების მიმართ, რომლებიც „ქაბულბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის შენობაში შეღწევას ცდილობდნენ, თავიანთი დანაზოგის გასატანად. ბანკი, რომელსაც პრობლემები აქვს მექრთამეობის გამო, ქვეყნის უდიდესი კერძო საფინანსო ორგანიზაციაა. უშიშროების სამსახური ცდილობდა დაეშოშმინებინა 200-მდე იმედგაცრუებული ადამიანი, რომლებიც თავიანთი ფულის ბანკიდან გატანას ცილობდნენ მუსლიმთა სამდღიანი ზეიმის წინ. ცენტრალურმა ბანკმა ორშაბათს გასცა განკარგულება გაუყინონ ანგარიშები „ქაბულბანკის“ ყოფილ მმართველს და ახდანდელ აღმასრულებელ წამყვან თანამაშრომელს, ისევე როგორც წილების სხვა მფლობელებს და კრედიტორებს. პრეზიდენტ კარზაის წარმომადგნელმა ბანკის კლიენტებს პირობა მისცა, რომ მათ დანაზოგს საფრთხე არ ემუქრება და მოუწოდა სიმშვიდისკენ. „ქაბულბანკის“ კლინეტებს შორის 200 ათასი სახელმწიფო მოხელეა.
XS
SM
MD
LG