Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ შესწორებები შეიტანა კოსოვოს შესახებ რეზოლუციაში


სერბიამ შესწორებები შეიტანა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტში, რომელიც კოსოვოს შეეხება. ბელგრადი ცვლილებებს დათანხმდა ევროკავშირთან, მის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ, კეტრინ ეშტონთან მოლაპარაკების შემდეგ. სერბიის მთავრობის თანახმად, ბელგრადმა ევროკავშირთან მიაღწია კომპრომისს. ამავე ცნობით, შეცვლილი პროექტი გამოდის მოწოდებით ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგისკენ, რომ სერბიის პრინციპული პოზიციის მიხედვით, ორივე მხარისთვის მისაღები მოგვარების ფორმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ უნდა იქნას დამტკიცებული და შეიძლება მიღწეული იქნეს მოლაპარაკებით. მთავრობის თანახმად, პროექტი არანარიად არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
XS
SM
MD
LG