Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავალებს საელჩოებს უსაფრთხოების ზომების შემოწმებას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის საელჩოებს 11 სექტემბრამდე უსაფრთხოების ზომების შემოწმება დაავალა. აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია ფლორიდის შტატში არსებული ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ჯგუფის მიერ 11 სექტემბერს ყურანის დაწვის განზრახვის გამო. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, აშშ-ის დიპლომატებს დაევალათ ”საგანგებო მოქმედების საბჭოს” გამართვა იმის განსასაზღვრად რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს პროტესტი ყურანის დაწვის გამო, რასაც ადამიანთა ერთი ჯგუფი 2001 წლის 11 სექტემბრის მორიგ წლისთავზე გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკის საელჩოებს დაევალათ ამერიკის მოქალაქეების გაფრთხილება იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება პროტესტი წარმოიშვას. ფლორიდის შტატის ქალაქ გეინსვილში მოქმედი Dove World Outreach Center ჯერჯერობით უარს ამბობს გაიზიაროს აშშ სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის თხოვნა ყურანის დაწვის განზრახვის შეცვლის შესახებ. ამ რელიგიური ჯგუფის ლიდერები ისლამს ძალადობრივ და სიძულვილის რელიგიად აფასებენ.
XS
SM
MD
LG