Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მიესალმება სერბიის განცხადებას კოსოვოსთან ”დიალოგის” შესახებ


ევროკავშირის ქვეყნები მიესალმებიან სერბიის მოწოდებას კოსოვოს ეთნიკურ ალბანელ ლიდერებთან კოსოვოს ტერიტორიის სტატუსის მომავლის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით ახალი ”დიალოგის” დაწყებისკენ. რეზოლუციის ახალ პროექტში, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გავა, სერბიის ხელისუფლების თანახმად, აღარ იქნება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების დაგმობა. სერბიის მთავრობა აცხადებს, რომ ის აგრეთვე მხარს უჭერს კოსოვოს სტატუსზე მოლაპარაკებების განახლებას. სერბიის მთავრობისავე განცხადებით, ახალი პროექტი არ გულისხმობს ბელგრადის მიერ რაიმე სახით კოსოვოს დამოუკიდებლობის მიღებას. სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი რეზოლუციის ახალ პროექტს ევროკავშირთან კომპრომისის შედეგად აფასებს. სერბია იმედოვნებს, რომ მალე ევროკავშირის წევრი გახდება.
XS
SM
MD
LG