Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანდრო ბარნოვი


ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი

ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი

9 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი. რა მნიშვნელობის მატარებელია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც დევნილების ღირსეული დაბრუნების საკითხს ასახავს - ეს იყო საუბრის მთავარი თემა. ”ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვუყურებთ მზარდ ტენდენციას, და სასიხარულოა, რომ ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი ნელ-ნელა მატულობს. ტენდენციები ისე ლაგდება, რომ მომავალში უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ მხარდაჭერა გაცილებით დიდი იქნება. და ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდა, არამედ რუსეთის მხარდამჭერების კლებაც, რაც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია”, - განაცხადა სტუმარმა.
XS
SM
MD
LG