Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გატაცებულ გემზე საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქე იმყოფება


მეკობრეების მიერ დაკავებული გემის გათავისუფლების საკითხში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ჩაერთო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირდაპირი კავშირი ჯერ ვერ ხერხდება, ვინაიდან იმ ტერიტორიაზე, სადაც მეკობრეების მიერ გემია დაკავებული, ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არსებობს. შესაბამისად, კალანდაძის თქმით, გემის გათავისუფლების პროცესში ჩართულია მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ყველა საელჩო. ჯერჯერობით უცნობია დაკავებული 15 ქართველი მეზღვაურის ვინაობა. მეკობრეებმა სატვირთო გემი, რომელიც მალტის დროშის ქვეშ ცურავდა, ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილიდან გაიტაცეს. გემზე საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქე იმყოფება.
XS
SM
MD
LG