Accessibility links

logo-print

სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა ვლადიკავკაზში მოწყობილი აფეთქების შედეგად


ვლადიკავკაზში მოწყობილი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის თეიმურაზ მამსუროვის განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ააფეთქა.

რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრე 10 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტური იყო. სისხლის სამართლის საქმე ტერაქტისა და მკვლელობის მუხლებით აღიძრა.

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ვლადიკავკაზში აფეთქებების განმეორება არ გამორიცხა, რის გამოც ადგილობრივი სამართალდამცავები უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის გამო, პრეზიდენტმა მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაშავებულთა დახმარება და გამოძიებისთვის აუცილებელი ზომების მიღება დაავალა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი ხლოპონინი მიავლინა.
XS
SM
MD
LG