Accessibility links

logo-print

მლადიჩის ოჯახი ითხოვს, რომ ის გარდაცვლილად გამოცხადდეს


ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაურის რატკო მლადიჩის ოჯახი კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ ის ოფიციალურად გამოცხადდეს მკვდრად. მლადიჩის ნათესავები ირწმუნებიან, რომ ის უკვე მძიმედ იყო ავად, როდესაც მიიმალა და სათანადო სამედიცინო დახმარების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებდა. სერბიის სასამართლომ მანამდე ამაზე რამდენჯერმე განაცხადა უარი და მიზეზად საპროცესო დარღვევები დაასახელა. მლადიჩზე ძებნაა გამოცხადებული. მას გენოციდის მოწყობა ედება ბრალად.
XS
SM
MD
LG