Accessibility links

logo-print

ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 90-ედან 93-ზე გადაინაცვლა


ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის წლევანდელ რეიტინგში საქართველომ შარშანდელი 90-ე ადგილიდან 93-ზე გადაინაცვლა. ახალი რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მხრივ, მსოფლიო ლიდერთა პირველ ხუთეულში არიან შვეიცარია, შვედეთი, სინგაპური, აშშ და გერმანია. ახალ რეიტინგში საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის უსწრებს მხოლოდ მოლდავეთს, სომხეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს.
XS
SM
MD
LG